ხატია ძნელაძე
150 - 200 ₾
🔮 აღმოაჩინე შენი გზის კოდი და გამოიყენე ვარსკვლავების, რიცხვებისა და ინტუიციის ძალა წარმატებისა და ჰარმონიისთვის.
ექსპერტის შესახებ
6
წლიანი პრაქტიკული გამოცდილება
ვმუშაობ ტაროს, ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის სინთეზით, რაც საშუალებას მაძლევს, მრავალმხრივ დავინახო ადამიანის მდგომარეობა და ცხოვრებისეული პროცესები.
ეზოთერიკა არის გზა საკუთარი თავისკენ — შინაგანი ბალანსის, ემოციური სტაბილურობისა და ცნობიერი განვითარებისკენ. ჩემი მიზანია დაგეხმაროთ ამ გზაზე და გაჩვენოთ ის მიმართულებები, რომლებიც თქვენს რეალობას უფრო ჰარმონიულსა და მართვადს გახდის.
ტაროლოგია წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას, რომელიც პასუხებს გვაძლევს უახლოესი მომავლის შესახებ და გვაძლევს შესაძლებლობას ჩავიხედოთ საკუთარ სიღრმეებში. ტარო არის კომპასი, რომელიც გვაჩვენებს სწორ მიმართულებას, ხოლო ტაროლოგი — გზამკვლევია ამ პროცესში.
ასტროლოგია დაბადების თარიღზე დაფუძნებული ზუსტი ანალიზია, რომელიც მოიცავს ნატალურ რუკას და სინასტრიას (შეთავსებას). იგი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას პიროვნული განვითარების, ურთიერთობებისა და ცხოვრების ციკლების შესახებ და გვეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში.
ნუმეროლოგია კი რიცხვების ენერგეტიკული სისტემაა, რომელიც იკვლევს ადამიანის პიროვნებას, ცხოვრების გზასა და ციკლებს. დაბადების თარიღისა და სახელის ანალიზის საფუძველზე ვადგენ ბედის მატრიცას, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას კარმული ამოცანების, პოტენციალისა და ცხოვრების მიმართულების შესახებ.
ძირითადი მიმართულებები:
ექსპერტთან ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავჯავშნო კონსულტაცია?
აირჩიეთ სასურველი სპეციალისტი, გაეცანით მის სერვისებს, კალენდარში მონიშნეთ თავისუფალი დრო და მიჰყევით დაჯავშნის ინსტრუქციას.
როგორ მივიღებ კონსულტაციის ბმულს?
დაჯავშნის დასრულების შემდეგ, შეხვედრის ბმული ავტომატურად გამოჩნდება თქვენს პირად კაბინეტში.
კონფიდენციალურია ჩემი ინფორმაცია?
დიახ, სრული კონფიდენციალურობა დაცულია. თქვენი პირადი ინფორმაცია და კონსულტაციის დეტალები არ გადაეცემა მესამე პირებს.
როგორ შევარჩიო შესაბამისი სპეციალისტი?
გაეცანით სპეციალისტის პროფილს, გამოცდილებას და სერვისის აღწერას — ეს დაგეხმარებათ სწორ არჩევანში.
როგორ ხდება გადახდა?
გადახდა ხორციელდება ონლაინ, დაჯავშნის პროცესში მითითებული მეთოდების საშუალებით.
როგორ გავიგო, როდის არის ექსპერტი ონლაინ?
სპეციალისტის პროფილში ნახავთ მის ხელმისაწვდომ დროს კალენდარში. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო — სისტემა ავტომატურად გაჩვენებთ, როდის შეუძლია ექსპერტს კონსულტაციის ჩატარება.
არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვები?
პლატფორმა ემსახურება მხოლოდ სრულწლოვან პირებს.
- სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრა ჩატარდება ვიდეოთვალით (Google Meet)
შეარჩიე სერვისი
1 სთ
ნატალური რუკა
150 ₾

1 სთ
ნუმეროლოგია
180 ₾

1 სთ
ტაროს ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა
200 ₾

1 სთ
ბედის მატრიცა
200 ₾

ასტროლოგია
ასტროლოგია არის სიმბოლური სისტემა, რომელიც იკვლევს ადამიანის ცხოვრებასა და ხასიათს ციური სხეულების — მზის, მთვარისა და პლანეტების — მდებარეობის მიხედვით. მისი მიხედვით, დაბადების მომენტში პლანეტების განლაგება ქმნის „დაბადების რუკას“, რომელიც ასახავს პიროვნების თვისებებს, ტენდენციებსა და შესაძლო ცხოვრებისეულ მიმართულებებს. ასტროლოგია მეცნიერებად არ ითვლება, თუმცა ბევრი ადამიანი მას იყენებს თვითშემეცნების, რეფლექსიისა და გადაწყვეტილებების გააზრების ინსტრუმენტად.
ტაროლოგია
ტაროლოგია არის პრაქტიკა, რომელიც ტაროს ბარათების სიმბოლოების ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული. ითვლება, რომ ბარათები ასახავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ემოციურ პროცესებსა და ცხოვრებისეულ ტენდენციებს. ტაროლოგია არ წარმოადგენს მეცნიერულ მეთოდს, თუმცა ხშირად გამოიყენება თვითშემეცნების, რეფლექსიისა და გადაწყვეტილებების გააზრების ინსტრუმენტად.
ნუმეროლოგია
ნუმეროლოგია არის სიმბოლური სწავლება, რომელიც რიცხვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მათ ადამიანის ხასიათთან, ბედთან თუ ცხოვრებისეულ ციკლებთან აკავშირებს. იგი ხშირად ეფუძნება დაბადების თარიღისა და სახელის რიცხვით ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ ნუმეროლოგია მეცნიერულ საფუძველს არ ეყრდნობა, ბევრისთვის ის თვითშემეცნების და ცხოვრებისეული მოვლენების ინტერპრეტაციის საინტერესო ინსტრუმენტია.
სტატიები
მკითხაობა — ეს არის რიტუალური ქმედება, რომელიც მიმართულია მომავლის განჭვრეტის,
სამეცნიერო საზოგადოება არ აღიარებს ასტროლგიას, როგორც ნამდვილ მეცნიერებას, თუმცა, მიუხედავად
ტერმინი წარმოიშვა ბერძნული სიტყვა «esoterikos»-დან, რაც ნიშნავს «შინაგანი». თავდაპირველად, ასე
ნუმეროლოგია — ეს არის უძველესი ხელოვნება, რომელიც სწავლობს ადამიანის ცხოვრებსა
უსუი რეიკი – ეს არის ერთიანი ზეციური ენერგია, რომლითაც გაჟღენთილია
