043 horoscope

დაჯავშნე კონსულტაცია და გაიგე რა გელის.

ხატია ძნელაძე

150 - 200 ₾

🔮 აღმოაჩინე შენი გზის კოდი და გამოიყენე ვარსკვლავების, რიცხვებისა და ინტუიციის ძალა წარმატებისა და ჰარმონიისთვის.

ექსპერტის შესახებ

6 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება

ვმუშაობ ტაროს, ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის სინთეზით, რაც საშუალებას მაძლევს, მრავალმხრივ დავინახო ადამიანის მდგომარეობა და ცხოვრებისეული პროცესები.


ეზოთერიკა არის გზა საკუთარი თავისკენ — შინაგანი ბალანსის, ემოციური სტაბილურობისა და ცნობიერი განვითარებისკენ. ჩემი მიზანია დაგეხმაროთ ამ გზაზე და გაჩვენოთ ის მიმართულებები, რომლებიც თქვენს რეალობას უფრო ჰარმონიულსა და მართვადს გახდის.

ტაროლოგია წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას, რომელიც პასუხებს გვაძლევს უახლოესი მომავლის შესახებ და გვაძლევს შესაძლებლობას ჩავიხედოთ საკუთარ სიღრმეებში. ტარო არის კომპასი, რომელიც გვაჩვენებს სწორ მიმართულებას, ხოლო ტაროლოგი — გზამკვლევია ამ პროცესში.

ასტროლოგია დაბადების თარიღზე დაფუძნებული ზუსტი ანალიზია, რომელიც მოიცავს ნატალურ რუკას და სინასტრიას (შეთავსებას). იგი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას პიროვნული განვითარების, ურთიერთობებისა და ცხოვრების ციკლების შესახებ და გვეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში.

ნუმეროლოგია კი რიცხვების ენერგეტიკული სისტემაა, რომელიც იკვლევს ადამიანის პიროვნებას, ცხოვრების გზასა და ციკლებს. დაბადების თარიღისა და სახელის ანალიზის საფუძველზე ვადგენ ბედის მატრიცას, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას კარმული ამოცანების, პოტენციალისა და ცხოვრების მიმართულების შესახებ.

ძირითადი მიმართულებები:

ტაროლოგი: როდესაც ადამიანი გენდობა და მოდის კონსულტციაზე, მას მაქსიმალური კომფორტი და გარემო უნდა შეუქმნა. ამიტომ ვაქცევ თითოეულ დეტალს ყურადღებას, რადგან ჩემთან კონსულტაციაზე მოსული ყველა ადამიანი დასაფასებელი და მნიშვნელოვანია.

ექსპერტთან ხშირად დასმული კითხვები

რატომ არ მიმართლებს ცხოვრებაში?
რას ვაკეთებ არასწორად?
რატომ ვტრიალებ ერთი და იმავე წრეზე და ვერ ვვითარდები?
როგორ ვიყო ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობაში?
რას გრძნობს ჩაფიქრებული პიროვნება?

ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავჯავშნო კონსულტაცია?

აირჩიეთ სასურველი სპეციალისტი, გაეცანით მის სერვისებს, კალენდარში მონიშნეთ თავისუფალი დრო და მიჰყევით დაჯავშნის ინსტრუქციას.

დაჯავშნის დასრულების შემდეგ, შეხვედრის ბმული ავტომატურად გამოჩნდება თქვენს პირად კაბინეტში.

დიახ, სრული კონფიდენციალურობა დაცულია. თქვენი პირადი ინფორმაცია და კონსულტაციის დეტალები არ გადაეცემა მესამე პირებს.

გაეცანით სპეციალისტის პროფილს, გამოცდილებას და სერვისის აღწერას — ეს დაგეხმარებათ სწორ არჩევანში.

გადახდა ხორციელდება ონლაინ, დაჯავშნის პროცესში მითითებული მეთოდების საშუალებით.

სპეციალისტის პროფილში ნახავთ მის ხელმისაწვდომ დროს კალენდ­არში. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო — სისტემა ავტომატურად გაჩვენებთ, როდის შეუძლია ექსპერტს კონსულტაციის ჩატარება.

პლატფორმა ემსახურება მხოლოდ სრულწლოვან პირებს.

შეხვედრა ჩატარდება ვიდეოთვალით (Google Meet)

შეარჩიე სერვისი

1 სთ ნატალური რუკა
150 ₾
კონსულტაციის შემდეგ ადამიანი თავისი დაბადების თარიღის მიხედვით დაადგენს თავის პოტენციალს, ცხოვრებისეულ ნიჭსა თუ გამოვლინებებს სხვადასხვა საკითხებში, წარმატების პოტენციალსა და ფინანსების კოეფიციენტს (რამდენის გამომუშავება შეუძლია რეალურად ცხოვრებაში) და ა. შ.
იტვირთება...
1 სთ ნუმეროლოგია
180 ₾
ვიზიტის მსვლელობისას ადამიანი თავისი დაბადების რიცხვების მიხედვით გაიგებს ცხოვრებისეული გამოწვევების, ბედის მიმართულებით ნიჭებისა და პოტენციალების სწორად განსაზღვრას.
იტვირთება...
1 სთ ტაროს ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა
200 ₾
კონსულტაციაზე ადამიანს აქვს შესაძლებლობა ტაროს დაუსვას 10 შეკითხვა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამ სერვისით გაიგებთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დეტალებს, რაც გაინტერესებთ, სხვადასხვა თემაზე.
იტვირთება...
1 სთ ბედის მატრიცა
200 ₾
ადამიანი კონსულტაციაზე გაიგებს თავისი ბედისწერის, მთავარი ნიჭის, პარტნიორული ციკლისა და მრავალმხრივ განვითარებული საკითხების თაობაზე. ადამიანი გაარკვევს რამდენი შვილის ყოლის შესაძლებლობა აქვს, როგორი მოვლენები შეიძლება განავითაროს ცხოვრებაში, ფინანსურად რამდენად შეიძლება იყოს მრავალმხრივი და განვითარებული.
იტვირთება...

ასტროლოგია

ასტროლოგია არის სიმბოლური სისტემა, რომელიც იკვლევს ადამიანის ცხოვრებასა და ხასიათს ციური სხეულების — მზის, მთვარისა და პლანეტების — მდებარეობის მიხედვით. მისი მიხედვით, დაბადების მომენტში პლანეტების განლაგება ქმნის „დაბადების რუკას“, რომელიც ასახავს პიროვნების თვისებებს, ტენდენციებსა და შესაძლო ცხოვრებისეულ მიმართულებებს. ასტროლოგია მეცნიერებად არ ითვლება, თუმცა ბევრი ადამიანი მას იყენებს თვითშემეცნების, რეფლექსიისა და გადაწყვეტილებების გააზრების ინსტრუმენტად.

ტაროლოგია

ტაროლოგია არის პრაქტიკა, რომელიც ტაროს ბარათების სიმბოლოების ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული. ითვლება, რომ ბარათები ასახავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ემოციურ პროცესებსა და ცხოვრებისეულ ტენდენციებს. ტაროლოგია არ წარმოადგენს მეცნიერულ მეთოდს, თუმცა ხშირად გამოიყენება თვითშემეცნების, რეფლექსიისა და გადაწყვეტილებების გააზრების ინსტრუმენტად.

ნუმეროლოგია

ნუმეროლოგია არის სიმბოლური სწავლება, რომელიც რიცხვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მათ ადამიანის ხასიათთან, ბედთან თუ ცხოვრებისეულ ციკლებთან აკავშირებს. იგი ხშირად ეფუძნება დაბადების თარიღისა და სახელის რიცხვით ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ ნუმეროლოგია მეცნიერულ საფუძველს არ ეყრდნობა, ბევრისთვის ის თვითშემეცნების და ცხოვრებისეული მოვლენების ინტერპრეტაციის საინტერესო ინსტრუმენტია.

სტატიები

Shopping Cart

ავტორიზაცია