043 horoscope

დაჯავშნე ვიდეო კონსულტაცია და გაიგე რა გელის

ვასტუ – ბედნიერი სახლის უძველესი საიდუმლო!

ვასტუ (ან ვასტუ შასტრა) არის უძველესი ვედური მეცნიერება, რომელიც გვასწავლის სივრცის დაგეგმვას ბუნების კანონებთან ჰარმონიაში. ის აერთიანებს არქიტექტურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, ასტრონომიასა და ასტროლოგიას, რათა სახლში ან ოფისში პოზიტიური ენერგია მოვიზიდოთ, გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, მოვიპოვოთ კეთილდღეობა და ბედნიერება.

ვასტუ – იწყება იმის გაცნობიერებით, რომ სახლი – ეს არის არამარტო ადგილი, სადაც დიდ დროს ატარებთ, გძინავთ, ნივთებს ინახავთ, იბანთ და ჭამთ, არამედ იმის აღქმით, რომ სახლი არის ძალებისა და ენერგიების ძლიერი წყარო, შთაგონების, ჯანმრთელობის, წარმატების, კეთილდღეობის და ოჯახური ბედნიერების საფუძველი. ვასტუს ძველი სწავლების მიხედვით, საცხოვრებელს შეუძლია როგორც წარმატების მოტანა, ისე ენერგიის წართმევა და პრობლემების შექმნა. იმისათვის, რომ თქვენმა სახლმა წარმატება და კეთილდღეობა მოგიტანოთ, აუცილებელია მასში არსებული სივრცის სწორად ორგანიზება, ვასტუს წესების მიხედვით.

ვასტუ – ეს არის უძველესი ინდური ხელოვნების დარგებიდან ერთ-ერთი, და ასევე, მეცნიერება მშენებლობის და დაგეგმვის შესახებ, რომლის არსებობაც ხუთი ათას წელზე მეტს ითვლის. იდოელი ბრძენები სახლის დაგეგმარებასას გასცემდნენ დღის მანძილზე მზის მდებარეობის განსაზღვრის რეკომენდაციას. საჭირო იყო მშენებლობის ისე დაგეგმარება, რომ მზის სხივები ყველა ოთახში მოხვედრილიყვნენ დღის მანძილზე, რადგან ადამიანის აქტივობაც დამოკიდებულია დღე-ღამის პერიოდზე.


ამ მეცნიერების მიხედვით, სახლის სივრცეზე გავლენას ახდენენ პლანეტები, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი “პრეფერენციები” ფერის, ფორმის, ფაქტურის და არომატის მიმართ. ვასტუ იძლევა რჩევებს სახლში არსებული ყველა ოთახის მოწყობასთან დაკავშირებით იქედან გამომდინარე, თუ რომელი პლანეტის სექტორში ხვდება ეს სივრცე.


ვასტუს მიხედვით, ინტერიერი “შეთანხმებულია” პლანეტების ენერგიებთან და ამ მხრივ გააზრებული სივრცე, ადამიანის მიზნების, სურვილების და ამოცანების განხორციელებაზე იმუშავებს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ დროს, სამყარო თქვენს მხარეს იქნება და ყველაფერში დაგეხმარებათ. ვასტუს პრინციპი მარტივია: სამზარეულომ უნდა მოახდინოს მადის სტიმულაცია, საძინებელი უნდა ადუნებდეს და ამშვიდებდეს, მისაღები – ბედნიერების განცდას იწვევდეს, აბაზანა უნდა ხსნიდეს დაძაბულობას და წმენდდეს სხეულს ფიზიკურად და ემოციურად.

მაგალითად: სამუშაო ადგილისთვის კარგია ღია და ჰაეროვანი ინტერიერი, რომელიც განთვსებული უნდა იყოს სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ან აღმოსავლეთ სექტორში, რადგან ეს ზონა იმყოფება პლანეტა იუპიტერის და მზის მფარველობის ქვეშ.

მშენებლობაში სივრცის სწორად მოწყობის წესების დაცვის ეფექტი კარგად იგრძნობა ძველ ნაგებობებში და ამის კარგი მაგალითია ფლორენციაში არსებული ანდრეა პალლადიოს სასახლე, რომელიც შესვლისთანავე იწვევს საოცარი ამაღლების და სიმსუბუქის განცდას, რაც სამწუხაროდ ნაკლებად ან საერთოდ არ იგრძნობა თანამედროვე შენობა-ნაგებობებში. საიდუმლო იმაშია, რომ ძველმა ოსტატებმა კარგად იცოდნენ როგორ უნდა აშენებულიყო შენობა სამყაროს ძალებთან სრულ ჰარმონიაში.

ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი სექტორის დატვირთვა მძიმე ავეჯით რეკომენდირებული არ არის. სამხრეთი, სამხრეთ-დასავლეთი და დასავლეთი სექტორი, ძალიან კარგია სათავსოებისა და მსხვილგაბარიტიანი ავეჯის განსათავსებლად.

თუ შემოსასვლელი კარი აღმოსავლეთით იყურება, ის მზეს უყურებს, რომელიც ასოცირდება სიცოცხლის ენერგიის მოძრაობასთან. ის დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, იზიდავს წარმატებას და გონებას უნათებს ოჯახის ყველა წევრს.

ვასტუს არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა ისწავლოს თავის სახლში ბედნიერად ცხოვრება, ააშენოს და მოაწყოს ახალი სახლი ისე, რომ ბედნიერება, წარმატება და სიმყუდროვე მოიპოვოს, იპოვოს ჰარმონია საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას.

მუქი ინტერიერი მისაღებია, თუ ოთახი განთავსებულია სახლის დასავლეთ ან სამხრეთ დასავლეთ სექტორში. სატურნს “მოსწონს” მიწის ფერები. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია გრაფიტის ავეჯის, ნაცრისფერი ან ყავისფერი ნოხის, მუქი ფერის ხის აქსესუარების, ჭაობისფერი ან მუქი მწვანე ფერის ტექსტილის გამოყენება.

მერკური “მფარველობს” სახლის ჩრდილოეთ სექტორს – რომელიც მთავარი ფინანსური სექტორია და პასუხისმგებელია ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე. ამიტომ, ამ სექტორში მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი მწვანე აქცენტის შეტანა. ეს შეიძლება იყოს მცენარეები, ბალიშები, ნოხები და ხალიჩები, ფარდები, ჭურჭელი, პლედები, მაგიდა ან სხვა ნივთები.

ჩრდილო-აღმოსავლეთ სექტორში განთავსებული საძინებლისთვის იდეალური ფერთა გამა იქნება თეთრისა და ცისფერის შეხამება. გახსოვდეთ, რომ საძინებელში არ უნდა იყოს ტელევიზორი.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ ადგილზე ვერ გრძნობთ თავს კარგად და სხვაგან დაჯდომა ან გადანაცვლება გსურთ. ეს იმიტომ ხდება, რომ დასვენებისა და მოდუნებისთვისაც აუცილებელია სახლის სწორი სექტორის შერჩევა. ამისათვის საუკეთესო ვარიანტია მთვარის, ვენერას და ნეპტუნის ხაზების შერჩევა. ხოლო მუშაობისა და სხვა აქტივობებისთვის – იუპიტერის და მერკურის ხაზების.

სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, სასარგებლოა სახლის გათავისუფლება ძველი, დაზიანებული და უსარგებლო ნივთებისგან. როცა საცხოვრებელ ფართში არ არის ე.წ. “ხლამი”, მასში მოძრაობას იწყებს განახლებული ენერგია. სხვა შემთხვევაში ენერგეტიკული ნაკადების განახლება და ცვლა იბლოკება. სახლის გასუფთავების შემდეგ, დიდი ალბათობით თქვენს ცხოვრებაში ნელ-ნელა დაიწყება სიახლეები, სასიამოვნო მოვლენები და ადამიანები გამოჩნდებიან, გაგეზრდებათ კმაყოფილების გრძნობა და შეამჩნევთ ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისკენ წასვლას და ა.შ.

შეხედეთ საკუთარ სახლს ვასტუს თვალით და განსაზღვრეთ – რამდენად სწორად არის მოწყობილი თქვენი საცხოვრებელი სივრცე? იქნებ დროა რაიმე ზედმეტისგან გაათავისუფლოთ ის? ან ახალი და ლამაზი ნივთები შეიძინოთ, რომლებიც შთაგონებას და პოზიტიურ განწყობას გიქმნით?

აქვე გაითვალისწინეთ ერთი მნიშნელოვანი რამ, იმისათვის, რომ სახლმა მოგანიჭოთ ბედნირების, სიყვარულის, სიხარულის განცდა და მოიზიდოს წარმატება და კეთილდღეობა, მისი სივრცის მხოლოდ მესამედი უნდა იყოს დატვირთული ნივთებით და ავეჯით!

ადამიანი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს სახლში. ვასტუ მას ეხმარება გათავისუფლდეს ზედმეტი შფოთვისგან და კონცენტრირდეს მთავარზე – ბედნიერებაზე, სულიერ სიმშვეიდესა და მატერიალურ კეთილდღეობაზე.

ვასტუს საბოლოო მიზანი არის სახლში ხელსაყრელი პირობების შექმნა, რათა მოხდეს სრულფასოვანი ცხოვრების დონის მიღება. თუ დაგაინტერესათ ვასტუს წესებით სახლის მოწყობამ, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს ან თავად გაერკვეთ უფრო დეტალურად და სხვების დახმარების გარეშეც გაართვათ თავი ოცნების სახლის პროექტის რეალიზაციას, საკუთარი ფანტაზიის და ინტუიციის მაქსიმალურად ჩართვით.

group 2

შეარჩიე ექსპერტი

group 2

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგია

350 - 1000 ₾

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

Shopping Cart

ავტორიზაცია